მთავარი Home სერვისები Services უპირატესობები Advantages სამუშაო პროცესი Process ტარიფები Fees ჩვენს შესახებ About კონტაქტი Contact

შენი გარე
იურიდიული
დეპარტამენტი

Your External
Legal
Department

სტრუქტურირებული სამართლებრივი სისტემა, რომელიც ამცირებს რისკებს და აჩქარებს ბიზნეს გადაწყვეტილებებს.

A structured legal system that reduces risks and accelerates business decisions.

თქვენს საჭიროებებზე მორგებული იურიდიული სერვისები
Services Tailored to Your Needs
Basic
სტარტაპებისა და მცირე ბიზნესებისთვის For startups and small businesses

საბაზისო იურიდიული მხარდაჭერა, ხელშეკრულებების მოწესრიგება და პერიოდული სამართლებრივი კონსულტაციები ყოველდღიური საჭიროებებისთვის.

Basic legal support, contract streamlining, and periodic legal consultations for your day-to-day business needs.

Standard  პოპულარულიPopular
აქტიური და მზარდი კომპანიებისთვის For active and growing companies

მუდმივი გარე იურიდიული დეპარტამენტი — კომერციული ხელშეკრულებების, შრომითი საკითხებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის სამართლებრივი მხარდაჭერით.

Your dedicated external legal department — providing ongoing support for commercial contracts, employment matters, and business partner relations.

Premium
რეგულირებადი სექტორებისა და მაღალი რისკის პროექტებისთვის For regulated sectors and high-risk projects

მუდმივი იურიდიული ჩართულობა, სამართლებრივი რისკების პრევენცია, კონტრაქტების აქტიური მართვა და სტრატეგიული იურიდიული მხარდაჭერა ბიზნესის დონეზე.

Continuous legal engagement, risk prevention, proactive contract management, and strategic legal support at the enterprise level.

Individual
რთული და არასტანდარტული პროექტებისთვის For complex and non-standard projects

სრულად პერსონალიზებული იურიდიული მოდელი, მოქნილი რესურსებით, სტრატეგიული ჩართულობით და კომპლექსური სამართლებრივი ამოცანების მართვით.

A fully customized legal model featuring flexible resources, strategic involvement, and comprehensive management of complex legal challenges.

შენი გარე იურიდიული დეპარტამენტი

Your external legal department

Your external legal department

შენი გარე იურიდიული დეპარტამენტი

ჩვენი მისია  სამართლებრივი პროცესების მაქსიმალური გამარტივება და ციფრული ტრანსფორმაცია, რათა იურიდიული მხარდაჭერა გახდეს თქვენი ბიზნესის სწრაფი ზრდის კატალიზატორი.

Our Mission  Our mission is to streamline legal processes and digitalize them, so that legal support becomes a catalyst for rapid growth for your business.

ჩვენი ხედვა  გავხდეთ მცირე და საშუალო ბიზნესის ღირებული პარტნიორი, რომელიც სამართლებრივ ბიუროკრატიას ბიზნესის გაძლიერების სტრატეგიულ რესურსად გარდაქმნის.

Our Vision  Our vision is to become a valuable partner for small and medium-sized businesses, transforming legal bureaucracy into a strategic resource for business empowerment.

იურიდიული კონსულტაცია — სამართლებრივი მხარდაჭერა და რჩევები ბიზნესის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.
Legal Advisory  legal support and advice at every stage of business development.
სახელშეკრულებო უზრუნველყოფა — კლიენტზე მორგებული სტანდარტული დრაფტების და ინდივიდუალური ხელშეკრულებების შედგენა (ნასყიდობა, მომსახურება, იჯარა და სხვა); არსებული ხელშეკრულებების რევიზია და სამართლებრივი რისკების შეფასება.
Contract Support  drafting client-tailored standard templates and individual contracts; reviewing existing contracts and assessing legal risks.
ხელშეკრულებების ადმინისტრირება — ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის ციფრული მხარდაჭერა; დოკუმენტბრუნვის ორგანიზება; ვადების მონიტორინგი; ცვლილებების დოკუმენტური უზრუნველყოფა; სახელშეკრულებო რეესტრის წარმოება; კონტრაგენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დადგენა; KYC ვერიფიკაციის პროცედურების უზრუნველყოფა; გარიგების საგანთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების დისტანციური შემოწმება.
Contract Administration  digital support for the contract execution process; document flow organisation; deadline monitoring; documentary assurance of amendments and maintenance of a contract registry; verification of counterparty, property and transaction-related legal risks based on public information.
შრომითი ურთიერთობების დოკუმენტური უზრუნველყოფა — შრომითი ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული ძირითადი HR დოკუმენტების მომზადება და რევიზია (ბრძანებები, შეთანხმებები, მათ შორის მატერიალური პასუხისმგებლობის შეთანხმებები), პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესების შემუშავება, შესაბამისი კონსულტაცია, პერიოდული ტრეინინგი და ზედამხედველობა.
Employment Relations Documentation  preparation and revision of employment contracts and related key HR documents (order drafts, liability agreements, and others).
კომპანიების რეგისტრაცია და კორპორატიული ცვლილებები — სადამფუძნებლო და კორპორატიული დოკუმენტაციის მომზადება და სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების სამართლებრივი მხარდაჭერა.
Company Registration and Corporate Changes  preparation of founding and corporate documentation and legal support for changes in the business registry.
საბანკო, სადაზღვევო, სალიზინგო და ზოგადად ფინანსური ტრანზაქციების სამართლებრივი უზრუნველყოფა — საბანკო, სადაზღვევო, სალიზინგო მომსახურების მისაღებად საჭირო იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება და პროცესების მხარდაჭერა, მათ შორის საბანკო ანგარიშების გახსნა და ძირითადი ფინანსური ხელშეკრულებების სამართლებრივი რევიზია.
Legal Support for Banking and Financial Transactions  preparation of legal documentation required for banking services and process support, including bank account opening and legal review of key financial agreements.
01
+
მიიღეთ თქვენი გარე იურიდიული დეპარტამენტი — შიდა იურიდიულ რესურსთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯით — ჩვენი ფიქსირებული და პროგნოზირებადი მომსახურების მოდელი გაძლევთ შესაძლებლობას, სრულად ჩაანაცვლოთ შიდა იურიდიული ფუნქცია დამატებითი ფინანსური და საოპერაციო ტვირთის გარეშე. თქვენ აღარ ხარჯავთ რესურსებს რეკრუტირებაზე, ხელფასებზე, ბენეფიტებზე, საოფისე ინფრასტრუქტურასა და ადმინისტრაციულ პროცესებზე — სანაცვლოდ კი იღებთ მრავალპროფილური იურიდიული გუნდის გამოცდილებასა და ექსპერტიზას, უწყვეტ მხარდაჭერასა და თქვენს ბიზნესზე მორგებულ სისტემურ მომსახურებას.
Get a fully dedicated external legal department at a significantly lower cost compared to an in-house legal resource — Our fixed and predictable pricing model allows you to completely replace internal legal functions without any additional financial or operational burden. You no longer need to spend resources on recruitment, salaries, benefits, office infrastructure, and administrative overhead. Instead, you get access to the expertise of a multidisciplinary legal team, continuous support, and systematic services tailored precisely to your business.
02
+
სრული თავისუფლება შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე რისკებისგან — ჩვენთან თანამშრომლობით აღარ გიწევთ კადრების მოძიება, ონბორდინგი, გადამზადება და შრომით-სამართლებრივი პროცესების ადმინისტრირება. თქვენ თავისუფლდებით შიდა თანამშრომლებთან დაკავშირებული საოპერაციო და სამართლებრივი შეზღუდვებისგან, ხოლო ჩვენი მოქნილი მოდელი საშუალებას გაძლევთ, ეფექტიანად მართოთ იურიდიული რესურსი დამატებითი ადმინისტრაციული ტვირთისა და შრომითი რისკების გარეშე.
Complete freedom from employment-related risks — Partnering with us means you no longer have to deal with talent sourcing, onboarding, training, and the administration of labor relations. You are completely freed from the operational and legal constraints associated with internal employees. Our flexible model enables you to efficiently manage your legal resources without any additional administrative burden or employment risks.
03
+
უწყვეტი იურიდიული მხარდაჭერა კონკრეტულ თანამშრომელზე დამოკიდებულების გარეშე — შიდა იურიდიული რესურსისგან განსხვავებით, ჩვენი მომსახურება არ ჩერდება და არ იზღუდება შვებულების, ავადმყოფობისა თუ კადრების ცვლილების გამო. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ თქვენი ბიზნესი მუდმივად იღებდეს სტაბილურ, დროულ და მაღალი ხარისხის იურიდიულ მხარდაჭერას ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
Uninterrupted support with no dependency on individual employees — Unlike an in-house legal resource, our services never pause or stall due to vacations, sick leaves, or staff turnover. We ensure that your business consistently receives stable, timely, and high-quality legal support without any disruptions or delays.
04
+
თანამედროვე ტექნოლოგიები დამატებითი ინვესტიციის გარეშე — ჩვენ მუდმივად ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ იურიდიულ სისტემებსა და ციფრულ ინსტრუმენტებს, რომელთა დამოუკიდებლად შექმნა და მართვა შიდა იურიდიული გუნდისთვის ხშირად ძვირი და არაეფექტურია. შედეგად, თქვენ იღებთ წვდომას თანამედროვე იურიდიულ ინფრასტრუქტურაზე, რაც ზრდის პროცესების ეფექტიანობას, სისწრაფესა და მომსახურების ხარისხს დამატებითი ინვესტიციის გარეშე.
Modern technologies with zero additional investment — We continuously integrate cutting-edge, tech-driven legal systems and digital tools that are often too costly and inefficient for an in-house team to develop and maintain independently. As a result, you gain immediate access to a modern legal infrastructure that enhances process efficiency, speed, and service quality—all without requiring any extra investment on your part.
05
+
მკაფიო პასუხისმგებლობა და გაზომვადი ხარისხი — ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ხელშეკრულებით განსაზღვრულ მომსახურების მკაფიო სტანდარტებს, რაც მოიცავს წინასწარ შეთანხმებულ პირობებს, რეაგირების ვადებსა და შედეგზე ორიენტირებულ პროცესს. შიდა იურიდიული რესურსისგან განსხვავებით, თქვენ იღებთ პროფესიულ იურიდიულ პარტნიორს მკაფიო პასუხისმგებლობითა და გაზომვადი მომსახურების მოდელით, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალე კომუნიკაციას, პროგნოზირებად პროცესებსა და თქვენი ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ მხარდაჭერას.
Clear accountability and measurable quality — Our partnership is built on clear, contractually defined service standards, featuring pre-agreed terms, response times, and a results-oriented approach. Unlike an in-house resource, you gain a professional legal partner with explicit accountability and a measurable service model. This guarantees transparent communication, predictable processes, and support tailored entirely to your business interests.
06
+
იურიდიული მხარდაჭერა, რომელიც თქვენს ბიზნესთან ერთად იზრდება — ჩვენი მომსახურება მოქნილად ერგება თქვენი ბიზნესის ზრდასა და ოპერაციულ ცვლილებებს. საჭიროების შემთხვევაში, ვზრდით ჩართულობასა და რესურსებს ისე, რომ მხარდაჭერა დარჩეს უწყვეტი და ეფექტიანი. შიდა იურიდიული რესურსისგან განსხვავებით, თქვენ არ გიწევთ ბიზნესის განვითარების თითოეულ ეტაპზე ახალი თანამშრომლების დაქირავება, გადამზადება ან სტრუქტურის ხელახალი მოწყობა. ჩვენი მოდელი საშუალებას გაძლევთ, ფოკუსირდეთ ბიზნესის გაფართოებაზე, მაშინ როდესაც იურიდიული მხარდაჭერა მოქნილად ადაპტირდება თქვენი ზრდის ტემპთან.
Legal support that scales with your business — Our services flexibly adapt to your company's growth and operational changes. Whenever necessary, we scale up our involvement and resources to ensure your legal support remains seamless and effective. Unlike internal legal setups, you won't need to hire, train, or restructure at every stage of your business development. Our model allows you to focus entirely on expanding your business, while your legal support seamlessly adapts to your pace of growth.
01
პირველადი კონსულტაცია
Initial Consultation
განვიხილავთ თქვენს ბიზნესს, საჭიროებებსა და სამართლებრივ კონტექსტს და ვახდენთ თქვენთვის შესაბამისი მომსახურების მოდელის შერჩევას.
We review your business, specific needs, and legal context to select the service model that best fits your requirements.
02
მომსახურების პირობების შეთანხმება
Agreement of Terms
პირველადი შეფასების საფუძველზე განისაზღვრება და ფორმდება მომსახურების შეთანხმება, სადაც დგინდება მომსახურების ფარგლები, ვადები და ანაზღაურების პირობები.
Based on the initial assessment, we define and execute a service agreement that establishes the scope of work, timelines, and payment terms.
03
მომსახურების განხორციელება
Ongoing Work
ვახორციელებთ შეთანხმებულ მომსახურებას, უზრუნველვყოფთ უწყვეტ კომუნიკაციას და ვაწვდით რეგულარულ განახლებებს პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
We execute the agreed services while ensuring seamless communication and providing regular updates on our progress.
04
შედეგი და ოპტიმიზაცია
Results & Review
ვაჯამებთ შესრულებულ სამუშაოს, ვაფასებთ შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ვახდენთ მომსახურების ადაპტაციას თქვენი ბიზნესის განვითარებასთან შესაბამისობაში.
We review the completed work, evaluate outcomes, and, if necessary, adapt our services to align with your ongoing business growth.
Basic
500
ყოველთვიურად
per month
  • თვეში 5 საკითხზე მომართვა (ზეპირი / დისტანციური კონსულტაცია)
  • თვეში 1 სტანდარტული ხელშეკრულების შემუშავება + 1 საშუალო სირთულის ინდივიდუალური ხელშეკრულების მომზადება
  • ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის ციფრული მხარდაჭერა და ხელმოწერების პროცესის ორგანიზება
  • არსებული შრომით ხელშეკრულებების გადახედვა და სამართლებრივი რეკომენდაციების გაცემა
  • სტანდარტული სადამფუძნებლო და კორპორატიული დოკუმენტაციის მომზადება
  • საბანკო ანგარიშის გახსნისთვის დოკუმენტების მომზადება და წარდგენის მხარდაჭერა
  • 5 inquiries per month (verbal / remote consultation)
  • Drafting 1 standard contract + 1 individual contract of moderate complexity per month
  • Digital support for the contract execution process and organization of the signing workflow
  • Review of existing employment contracts and issuing legal recommendations
  • Preparation of standard incorporation and corporate documentation
  • Preparation of documents for bank account opening and submission support
Premium
3,500
ყოველთვიურად
per month
  • თვეში 15 საკითხზე მომართვა (ზეპირი / დისტანციური კონსულტაცია + არსებული დოკუმენტების რევიზია + მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური წარმომადგენლობა მომსახურების პირობებით გათვალისწინებული საზღაურის შესაბამისად)
  • თვეში 3 სტანდარტული ხელშეკრულების შემუშავება + 5 საშუალო სირთულის ინდივიდუალური ხელშეკრულების მომზადება + არსებული სტანდარტული ხელშეკრულებების რევიზია და სამართლებრივი რისკების შეფასება
  • ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის ციფრული მხარდაჭერა და ხელმოწერების პროცესის ორგანიზება + ხელმომწერი უფლებამოსილი პირების გადამოწმება და შესაბამისი შიდა თანხმობებისა და ვიზირების პროცესის მხარდაჭერა + დოკუმენტურად ხელმისაწვდომი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადამოწმება + კლიენტის მიერ განსაზღვრული KYC პროცედურების ადმინისტრაციული მხარდაჭერა + საჯაროდ და/ან დოკუმენტურად ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაფუძნებული სამართლებრივი რისკების პირველადი შეფასება.
  • კლიენტზე მორგებული შრომითი ხელშეკრულების სტანდარტული დრაფტის მომზადება + თანმხლები დოკუმენტის მომზადება (ბრძანებები, შეთანხმებები, მათ შორის მატერიალური პასუხისმგებლობის შეთანხმებები), + პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესების შემუშავება, შესაბამისი კონსულტაცია, პერიოდული ტრეინინგი და ზედამხედველობა.
  • სტანდარტული სადამფუძნებლო და კორპორატიული დოკუმენტაციის მომზადება + სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის / ცვლილების სრული სამართლებრივი მხარდაჭერა + ინდივიდუალური წესდების მომზადება
  • საბანკო ანგარიშის გახსნისთვის დოკუმენტების მომზადება და წარდგენის მხარდაჭერა + საკრედიტო ხელშეკრულების სამართლებრივი რევიზია + უზრუნველყოფის ხელშეკრულებების სამართლებრივი რევიზია
  • 15 inquiries per month (verbal / remote consultation) + review of existing documents + legal support during negotiations (including physical representation when required, subject to the terms of service fees)
  • Drafting 3 standard contracts + 5 individual contracts of moderate complexity per month + review of existing standard contracts and legal risk assessment
  • Digital support for the contract execution process and signing workflow organization + verification of authorized signatories and support for internal approvals and endorsement processes + verification of documentally available signing authority + administrative support for client-defined KYC procedures + initial legal risk assessment based on publicly and/or documentally available information
  • Drafting a tailor-made standard employment contract + preparation of accompanying documents (orders, agreements, including material liability agreements) + development of personal data protection policies, along with relevant consultation, periodic training, and compliance oversight
  • Preparation of standard incorporation and corporate documentation + full legal support for registration and updates within the entrepreneurial registry + drafting customized articles of association (corporate charters)
  • Preparation of documents for bank account opening and submission support + legal review of credit agreements + legal review of collateral and security agreements
Individual
ტარიფი შეთანხმებით
Pricing upon agreement
  • სრულად ინდივიდუალური სამართლებრივი ჩართულობის მოდელის დიზაინი — თქვენი ბიზნესის სტრუქტურის, მოცულობისა და რისკების მიხედვით
  • პრიორიტეტული და შეუზღუდავი ჩართულობა შეთანხმებული SLA პირობებით
  • კომპლექსური სამართლებრივი საკითხების მართვა
  • მოლაპარაკებების სრული სამართლებრივი მხარდაჭერა და წარმომადგენლობა
  • ბიზნეს პროცესებში ინტეგრირებული იურიდიული მხარდაჭერა
  • საჭიროების შემთხვევაში სპეციალიზებული იურიდიული რესურსების ჩართვა კონკრეტული ამოცანებისთვის
  • სტრატეგიული სამართლებრივი კონსულტაცია მენეჯმენტისთვის
  • რეგულარული იურიდიული აუდიტი და რისკების შეფასება კომპანიის დონეზე
  • Designing a fully customized legal engagement model based on your business structure, scale, and risk profile
  • Priority and unlimited engagement under agreed SLA terms
  • Management of complex legal matters
  • Comprehensive legal support and representation during negotiations
  • Legal support seamlessly integrated into your everyday business processes
  • Involvement of specialized legal resources for specific tasks as required
  • Strategic legal consultation for executive management
  • Regular legal audits and risk assessments at the enterprise level

აღნიშნული ტარიფები მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. მომსახურება რეგულირდება ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობებით და ინდივიდუალური მომსახურების შეთანხმებით.

The fees listed above are inclusive of all taxes required by law. Services are governed by the Standard Terms available on this website and the individual Service Agreement.

ალექსანდრე გამყრელიძე
ალექსანდრე გამყრელიძე
დამფუძნებელი და მართველი პარტნიორი
Founder & Managing Partner
ალექსანდრე გამყრელიძე არის გამოცდილი იურისტი და მენეჯერი, რომელსაც იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელობის მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს სადაზღვევო, საბანკო, დეველოპერულ და სამშენებლო სექტორებში.

მისი მენეჯერული კარიერა დაიწყო სადაზღვევო კომპანია „ალდაგიში", სადაც იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, საკუთარ გუნდთან ერთად, უზრუნველყოფდა კომპანიის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას.

შემდგომში, ალექსანდრე იკავებდა „საქართველოს ბანკის" იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, სადაც დეპარტამენტი მაღალეფექტურ და ბიზნესზე ორიენტირებულ ერთეულად გარდაქმნა.

კარიერის შემდეგ ეტაპზე, დეველოპერულ და სამშენებლო სექტორში, იგი გუნდთან ერთად მართავდა იურიდიული პროცესების სრულ ციკლს — კორპორატიული მართვიდან ოპერაციულ მხარდაჭერამდე — და უზრუნველყოფდა ბიზნესის ეფექტურ და სტრუქტურირებულ სამართლებრივ მხარდაჭრას.

პროფესიული განვითარების თითოეულ ეტაპზე ალექსანდრე თანმიმდევრულად ახორციელებდა შემდეგს: აუმჯობესებდა და ოპტიმიზაციას უკეთებდა იურიდიულ პროცესებს; ხელმძღვანელობდა იურიდიული და ადმინისტრაციული ფუნქციების დიჯიტალიზაციას; ქმნიდა ბიზნესზე ორიენტირებულ, ეფექტურ იურიდიული მხარდაჭერის მოდელებს; აძლევდა მენეჯმენტს შესაძლებლობას, ფოკუსირებულიყო ბიზნესის ზრდაზე, რადგან თავად უზრუნველყოფდა სრულ იურიდიულ კონტროლსა და რისკების ეფექტურ მართვას.

მისი პროფესიული ფილოსოფია ეფუძნება რწმენას, რომ იურიდიული მიმართულება არ უნდა იყოს ბიზნესის შემაფერხებელი — პირიქით, ის უნდა იქცეს ეფექტურობის, სისწრაფისა და სტრატეგიული ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალად.

ალექსანდრეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) Grenoble Ecole de Management-იდან (საფრანგეთი).
Aleksandre Gamkrelidze is an experienced lawyer and executive with a proven track record of heading legal departments across the insurance, banking, real estate, and construction sectors.

His managerial career began at Aldagi Insurance Company, where, as Head of the Legal Department, he and his team provided comprehensive legal support for the company's operations.

Subsequently, Aleksandre served as the Director of the Legal Department at Bank of Georgia, where he successfully transformed the department into a highly efficient, business-oriented unit.

In the next phase of his career within the real estate and development sector, he led his team in managing the full lifecycle of legal processes—ranging from corporate governance to operational support—ensuring structured and highly effective legal backing for the business.

Throughout every stage of his professional journey, Aleksandre has consistently focused on optimizing legal workflows, spearheading the digitalization of legal and administrative functions, and building business-centric support models. By maintaining robust legal control and mitigating risks, he has enabled executive management to focus entirely on core business growth.

His professional philosophy is rooted in the conviction that legal operations should never be a bottleneck for business — on the contrary, they must become a key catalyst for efficiency, speed, and strategic growth.

Aleksandre holds a law degree from Ivane Javakhishvili Tbilisi State University and an MBA from Grenoble Ecole de Management (France).
პროფესიული ფილოსოფია
Professional Philosophy
„იურიდიული მიმართულება არ უნდა იყოს ბიზნესის შემაფერხებელი — პირიქით, ის უნდა იქცეს ეფექტურობის, სისწრაფისა და სტრატეგიული ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა."
"Legal operations should never be a bottleneck for business — on the contrary, they must become a key catalyst for efficiency, speed, and strategic growth."
მოითხოვეთ კონსულტაცია
Request Consultation